გაკვეთილის მთავარი თემა
|
მსოფლიო რელიგიების სალოცავები
|
სწავლების საფეხური
|
II საფეხური
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
32
|
აკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები გააცნობიერებენ სხვადასხვა
რელიგიებიის საკულტო ნაგებობების განმასხვავებელ ნიშნებს. გაანალიზებენ არსებულ ტრადიციულ,იკონოგრაფიულ
კანონებს და შეძლებენ განსხვავებული რელიგიების საფუძველზე მშვიდობიან თანაარსებობას,
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
საკულტო ნაგებობების რელიგიურ კონტექსტში განხილვის, კრიტიკული აზროვნების
და არგუმენტირებული მსჯელობის,
საკუთარი ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევების განვითარება.
ს.გ VIII 8.მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის
საშუალება. ს.გ VIII.10.მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხილოვნების
ნიმუშები. ს.გ.VIII.11მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში. ს.გ.VIII.13 მოსწავლე
იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
|
წინასწარი ცოდნა
|
ხელოვნებისა და ისტორიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. მსოფლიო რელიგიების
სალოცავები, როგორც ხელოვნების ნიმუშები. მოძიებული მასალა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან მსჯელობით,
ანალიზით. კითხვა -პასუხით, მოძიებული მასალით, ჯგუფურ მუშაობაში .ჩართულობით, გმოვიყენებ
განმსაზღვრელ და განმაბითარებელ შეფასებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პროექტორი. წიგნი. რეპროდუქციები, დიაგრამებისთვის დაფა, ცარცი, მარკერები
და თაბახები.
|
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმეტი
|
წინარე ცოდნის დაკავშირება ახალ მასალასთან კითხვა პასუხით; მინი ლექცია,
პროექტორით სლაიდების ჩვენება; ჯგუფებში T დიაგრამებზე მუშაობა, პრეზენტაცია, ინტერაქტიული კითხვები და შეფასება.
|
Monday, April 6, 2015
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment