2.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლე იძიებს იფორმაციებს სხვადასხვა ეპოქის
ცნობილი მხატვრების შესახებ აცნობიერებს მათ როლს და მნიშვნელობას საზოგადოებაში.
3.
პროექტის სრული აღწერა: ხელოვნება ერთ- ერთი უზარმაზარი სამყაროა, რომელიც
პირველ ყოფილი ადამიანებიდან დაწყებული დღემდე იქმნებოდა და გარკვეულ პერიოდებად დაიყო.
სულ რამდენიმე წელია რაც ეს საგანი ისწავლება და მოტივაცია თანდათან მატულობს. მოსწავლეები
ეცნობიან ხელოვნების დარგებს, ჟანრებს, ეპოქებს, მიმდინარეობებს, ხელოვანთა შემოქმედებებს,
რაც ცოდნის შეძენასთან ერთად მრავალ უნარ- ჩვევას ანვითარებს.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიგონ მხატვრებზე და ხელოვნებაზე საინტერესო ინფორმაცია.
გააცნობიერონ ხელოვნების როლი საზოგადოებაში.
6.
ვადები: აპრილ- მაისი.
7.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ამ პროექტით შეიძენენ ინფორმაციის მოძიების,
ანალიზის, მსჯელობის, ჯგუფური მუშაობის და
პრეზენტაციის უნარ- ჩვევას. გაიღრმავებენ ცოდნას
მსოფლიო კულტურის შესახებ, რაც მათ ინტელექტის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
8.
პროდუქტი: მხატვრული შემოქმედებითი ღონისძიება,
მოსაწვევების დამზადება, გამოფენა-გაყიდვა და ბუკლეტების დამზადება.
9.
პროექტისთვის ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი. პრინტერი, თაბახები
, სახატავი საშუალებები, მუსიკა და სამოვარი.
10.
პროექტის მსვლელობა.( ძირითადი აქტივობები)დავალების
გაცნობა, ჯგუფებად დაყოფა. როლების განაწილება,მოსაწვევების დამზადება, სტუმრების მოწვევა,
დარბაზის მოწყობა მხატვრების და მიმდინარეობების
წარდგინება,ანალიზი, ნახატების გამოფენა,. აუქციონის მოწყობა, , სლაიდების გაშვება,
დისკუსია. პრეზენტაცია და შემოქმედებითი კაფე -საღამო.
11.
საგნებთან კავშირი/ საგნობრივ ჯგუფთან
კავშირი: ისტორია,ლიტერატურა, მუსიკა და ისტი.
12.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი ლოლაშვილი
13.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lali.lolashvili@gmail.com
14.
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: lalilolashvili.blogspot.com

No comments:
Post a Comment